რუსების დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინულმა ძალებმა 38 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

რუსმა ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი, ბოლო დღის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1684 ტანკი, 3879 ჯავშანტექნიკა, 846 საარტილერიო სისტემა, 248 ზალპური სარაკეტო სისტემა, 110 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 688 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 166 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2746 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 68 ერთეული სპეცტექნიკა.

Print