,,უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს''-დიმიტრი მედვედევი
უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თუ ის შემდგომში შეეცდება ყირიმის ხელყოფას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

“ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყანისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა”, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მას მოუწევს საზღვრების გაძლიერება და საპასუხო ნაბიჯებისთვის მზადყოფნა.


წყარო:https://www.interpressnews.ge/
Print