რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ჯამში, მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 33 350 -ს მიაღწია.

„მტრის საერთო დანაკარგები მოიცავს: 1 465 ტანკს, 3 573 ჯავშანმანქანას, 739 საარტილერიო სისტემას, 99 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 216 თვითმფრინავს, 180 ვერტმფრენს, 2496 ერთეულ საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 14 გემს/კატერს, 594 უპილოტო საფრენ აპარატს, 55 ერთეულ სპეცტექნიკას“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
Print