რუსმა სამხედროებმა ოდესის ოლქი დაბომბეს
რუსულმა სტრატეგიულმა ავიაციამ ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონზე დღეს დილით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

უკრაინული მედია ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერზე, სერგეი ბრაჩუკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოკუპანტებმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს.

„Х-59 რაკეტა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, თავდასხმისგან გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია“, - განაცხადა სერგეი ბრაჩუკმა.
Print