ომის დაწყებიდან დღემდე მოკლულია 21 600 რუსი სამხედრო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 21 600-მდე სამხედრო, 854 ტანკი, 2205 ჯავშანმანქანა, 403 საარტილერიო სისტემა, 143 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, 177 თვითმფრინავი, 154 შვეულმფრენი, 1543 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 182 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 27 სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.
Print