რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 21 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში განადგურდა რუსეთის 829 ტანკი, 2118 - ჯავშანტექნიკა, 393 - საარტილერიო სისტემა, 136- სარაკეტო სისტემა, 67 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 172 -თვითმფრინავი, 151- ვერტმფრენი, 1508 -საავტომობილო ტექნიკა, 8- გემი/კატერი, 76 - საწვავის ავზი, 166 -ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 27 - სპეციალური აღჭურვილობა, 4 - სარაკეტო კომპლექსი.
Print