მეორე დღეა კიევში აფეთქებების ხმა ისმის
უკრაინის დედაქალაქ კიევში უკვე მეორე დღეა აფეთქების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯერ არ გაკეთებულა ოფიციალური განმარტება იმასთან დაკავშირებით, რა იყო რუსული ძალების სამიზნე ამჯერად და მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი.

მედია ასევე იუწყება, რომ ღამის განმავლობაში თითქმის მთელი უკრაინის მასშტაბით ისმოდა განგაშის სირენები.

ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქში გუშინ მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Print