"ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"ოკუპანტებმა ყველგან ნაღმები დატოვეს. სახლებში, რომელიც მათ დაკავებული ჰქონდათ, ქუჩებში, მინდვრებში. დანაღმულია ხალხის ქონება, დანაღმულია მანქანები, კარები. მათ შეგნებულად გააკეთეს ყველაფერი, რომ დეოკუპაციის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე დაბრუნება მაქსიმალურად საშიში ყოფილიყო.

რუსული არმიის მოქმედებების გამო, ჩვენი ტერიტორია ამჟამად, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია ნაღმებით და მე მჯერა, რომ ეს ასევე, რუსეთის ჯარების სამხედრო დანაშაულად უნდა ჩაითვალოს", - განაცხადა ზელენსკიმ.
Print