უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს.

როგორც უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა:

„უკრაინა აწესებს სრულ ემბარგოს რუსეთიდან საქონლის იმპორტზე. დღეს ჩვენ ოფიციალურად დავაფიქსირეთ აგრესორ სახელმწიფოსთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ამიერიდან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული პროდუქციის შემოტანა შეუძლებელია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ დღეს მიიღო.
რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ დღეს ეს იურიდიულად დავაფიქსირეთ, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით“,
- განაცხადა იულია სვირიდენკომ.

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.