ომის დაწყებიდან რეგიონში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 210 ბავშვი გარდაიცვალა-მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო
მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ომის დაწყებიდან რეგიონში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 210 ბავშვი გარდაიცვალა.

ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის ძალებმა დაბომბეს საავადმყოფოები, მათ შორის ერთ-ერთში 50 ადამიანი დაიწვა.

ბოიჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია.

ოთხშაბათს დაახლოებით 1000-მა ადამიანმა შეძლო ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქიდან გასვლა ავტობუსებისა და კერძო მანქანების კოლონით, რომელიც ორგანიზებული იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ. ისინი ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში იმყოფებიან.

წითელი ჯვრის გუნდი ხუთი დღის განმავლობაში ცდილობდა მარიუპოლამდე მისვლას, თუმცა რუსების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ვერ ახერხებდნენ ქალაქში შესვლას.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქში ბოლო 24 საათში 118 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათი თქმით, რუსი ჯარისკაცები გვამებს აგროვებენ, რათა ომის დანაშაულის მტკიცებულებები მობილური კრემატორიუმით გაანადგურონ.
წყარი:www.interpressnews.ge
Print