ვარშავაში ჯო ბაიდენი უკრაინელ მინისტრებს შეხვდა
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.

"პირველი შეხვედრა 2+2-ის ფორმატში. განვიხილავთ მიმდინარე საკითხებსა და პოლიტიკურ და თავდაცვით სფეროებში აშშ-სა და უკრაინას შორის თანამშრომლობას. საღამოს დავესწრებით აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე",
- წერს თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვი.
Print