რუსეთის პირველი არხის რედაქტორის, მარინა ოვსიანნიკოვას ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია
რუსეთის პირველი არხის რედაქტორის, მარინა ოვსიანნიკოვას ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. კრემლის მიერ კონტროლირებული ტელეარხის საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“-ს პირდაპირი ეთერისას ოვსიანნიკოვას საპროტესტო გამოსვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის „ოსტანკინო“-ს განყოფილებაში.

თუმცა, გამოცემა ОВД-Инфо-ს წყაროს თანახმად, მარინა ოვსიანნიკოვა ამ განყოფილებაში არ იმყოფება. ადვოკატი ანრი ცისკარიშვილიც აცხადებს, რომ მარინა ოვსიანნიკოვა „ოსტანკინო“-ს სამორიგეო ნაწილში ვერ იპოვა.

რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა,  რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, ,,პირველი არხის" პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა.

კანონის მიხედვით, დამნაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print