უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს გაიმართება
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს, 7 მარტს გაიმართება. ინფორმაციას არახამია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს გაიმართა. როგორც რუსული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება.

Print