ომის მეცხრე დღე - 1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ბრძოლები უკრაინის რამდენიმე სხვადასხვა ოლქში მიმდინარეობს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ასობით სამოქალაქო პირი. 1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირში ცხოვრების 3-წლიანი უფლება მიიღეს.


რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. ხანძარი სადგურის სასწავლო-სავარჯიშო კორპუსში გაჩნდა, კერძოდ იწვოდა შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ჩააქრეს. დაშავებულები და დაღუპულები არ არიან.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე რუსების მიერ მიტანილ იერიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ატომური ელექტროსადგური არ დაუბომბავს, თუმცა რუსეთმა ეს გააკეთა.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ელექტროსადგურზე 6 ბლოკია და აფეთქების შემთხვევაში ევროპა ატომური კატასტროფის წინაშე დადგება. მას მაგალითად ჩერნობილის სადგურის აფეთქება მოჰყავს. ზელენსკის თქმით, ის მომხდარზე უკვე ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ინფორმაცია მიაწოდა.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წერს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკის მოსაკლავად ორი სხვადასხვა დაჯგუფება იყო გაგზავნილი. ერთ-ერთი მათგანი პროკრემლისტური დაჯგუფება „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მკვლელები, მეორე კი ჩეჩნური სპეცრაზმი იყო. ყოველ ჯერზე ზელენსკის მკვლელობის მცდელობა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის იმ თანამშრომლებმა ჩაშალეს, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.