„თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება''-დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოიყვანის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს “კატასტროფა იქნება“.

„თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება. მაგრამ ეს ჩვენ არ გაგვტეხს“, - განაცხადა მან.

კულებას თქმით, პუტინმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი დაიწყო და მას სურს უკრაინაზე ზეწოლა გაზარდოს.

"მაგრამ ჩვენ არ ავყვებით ამ ზეწოლას. ჩვენ მივუდგებით ამ მოლაპარაკებებს ძალიან მარტივი მიდგომით. ჩვენ მივდივართ იქ, რათა მოვუსმინოთ რას ამბობს რუსეთი და ვეტყვით რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. უკრაინა არ ეცემა. ჩვენ სისხლი გვდის, მაგრამ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ თავის დაცვას", - განაცხადა კულებამ.

წყარო: www.interpressnews.ge




Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.