"ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ განხორციელებულიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა,,-ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ
ზელენსკი ბელარუსში რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე უარს
აცხადებს. მისი თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ
ქვეყანაში, საიდანაც რაკეტები არ მოფრინავს უკრაინის
ტერიტორიაზე.
„თქვენი ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო,
შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა
ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა
მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა,
ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ჩვენ შევთავაზეთ ისინი
რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა - ქვეყანაში, რომლის
ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა,
რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს,“-
განაცხადა ზელენსკიმ ბელარუსი ხალხისადმი მიმართვაში.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაცია
ბელარუსში უკრაინულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. პესკოვის
თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის
სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის
ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ბოლო მონაცემებით, ქალაქებს კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს და ხარკოვს
უკრაინა სრულად აკონტროლებს