ახალციხელი ტყუპები უკრაინის დროშის ფერებში
ახალციხეში მცხოვრები მიხეილ კაპერსკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შვილების ფოტოს აქვეყნებს. მშობლებმა, სამი ტყუპი დავითი, დანიელი და მართა უკრაინის დროშის ფერებში გამოაწყეს. ამ ფორმით მათ უკრაინას სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მიხეილმა შვილების ფოტოს დაურთო წარწერა უკრაინულად: "დიდება უკრაინას!", "დიდება გმირებს!"

ტყუპები 8 თვის არიან.

"ვგმოთ ნებისმიერ ომს, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ წარმოებულ ნებისმიერ საომარ ოპერაციას, ვინაიდან ყოველთვის მიმართულია სხვისი ტერიტორიების უკანონოდ მიტაცებისკენ. მთელი ოჯახი მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინის დამოუკიდებლობას. გვჯერა, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი ბოლოს მაინც გაიმარჯვებს ამ დიდ ბოროტებაზე და მივაღწევთ ჩვენ მიზანს - ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. დიდება საქართველოს - Cлава Україні" - ამბობს ტელეკომპანია "ბორჯომთან" მიხეილ კაპერსკი. 

რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები მესამე დღეა გრძელდება. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობა, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციებს მართავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.