ინტერაქტიული მულტიმედია
ტაბაწყურის გაყინული ტბა
ტაბაწყურის ტბა  ბორჯომიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. გაყინული ტბა და მის ირგვლივ გაშენებული სოფელი ტაბაწყური შთამბეჭდავი სანახავია.





ტბა ზღვის დონიდან 1991 მეტრზე მდებარეობს, მისი ყველაზე ღრმა ნაწილი 40 მეტრია, საშუალო სიღრმე 15 მეტრი. ტბაში წყალი მტკნარია.

ტბის შუაგულში პატარა კუნძულია





ტაბაწყური ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფელია. დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.



ბორჯომიდან სოფლამდე მისასვლელი გზა დიდთოვლობის გამო ნოემბრიდან იკეტება და გაზაფხულამდე ამ დასახლებამდე მისვლა ახალქალაქის გავლით, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.




ფოტოების ავტორი: ანდრუშ ირიციანი

Print