ინტერაქტიული მულტიმედია
წაღვერში ისევ უხარისხო წყალი მოდის





დაბა წაღვერში სასმელი წყალი, ხშირად ისევ დაბინძურებული მოდის. დაპირებული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.მოსახლეობის ონკანებში წვიმიან ამინდში წყალი ისევ ამღვრეულია.

საკურორტო დაბაში ამ წყალს სასმელად ვერ იყენებენ. ადგილობრივებს წყლის მოტანა ახლომდებარე წყაროებიდან უწევთ. მდგომარეობა განსაკუთრებით რთულდება ზაფხულის საკურორტო სეზონის დროს, როდესაც დაბა დამსვენებლებს მასპინძლობს და მაშინაც თუ წვიმიანი ამინდია.  წაღვერში ამბობენ, რომ უხარისხო წყლის გამო საკურორტო დაბა ტურისტებს კარგავს.






წაღვერში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2 613 578 ლარით დააფინანსა.

სისტემის რეაბილიტაცია სამ ეტაპად, მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა განეხორციელებინა, ორი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

მუნიციპალური განვითარების ფონდში, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამტკიცებდნენ, რომ პროექტის მესამე ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდებოდა, მაგრამ წაღვერში ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულა.

ახლა ფონდში ამბობენ, რომ წლის ბოლოს რეაბილიტაციის მესამე ეტაპისთვის მხოლოდ ტენდერი გამოცხადდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაპირებულ სუფთა წყალს წაღვერი 2020 წელს მიიღების. ისიც იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.