Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
ინტერაქტიული მულტიმედია
ველომოყვარული სამანქანო გზაზე
ველოსიპედი, გიორგი ოგანესიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე მიდის იმ ტრანსპორტით, რომელიც მისთვის ჯანსაღი და იაფია.



გიორგი ოგანესიანი პროფესიით ჟურნალისტია. მუშაობს სწავლის პარალელურად. აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო სექტორში. დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ტრანსპორტი ყოველთვის სჭირდება. ამბობს, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე გადასაადგილებლად დღეში მინიმუმ 5 ლარი სჭირდება, რაც თვეში დაახლოებით 150 ლარს შეადგენდა. ამ ხარჯებს კი ველოსიპედით ზოგავს.



„ველოსიპედი უალტერნატივო საშუალებაა, ჩემი დროის რაციონალური მენეჯმენტისთვის. ერთდროულად ვუფრთხილდები: გარემოს, ჯანმრთელობას და ჩემს ჯიბეს. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერ ადგილზე შემიძლია სრულიად უფასოდ გადავაადგილდე” - ამბობს გიორგი ოგანესიანი



გიორგი ბორჯომელია და გორში, უნივერსიტეტში სწავლობს. სტუდენტი ბიჭი როდესაც მშობლიური ქალაქიდან მიდის საუნივერსიტეტო ქალაქში, ველოსიპედი მატარებლით მიაქვს და იქაც ამ ტრანსპორტით გადაადგილდება. უკვე 4 წელია, რაც ველოსიპედით ცხოვრობს. ხშირად, განტვირთვის მიზნით მეგობრებთან ერთადაც მოძრაობს ველოსიპედით.



წუხს იმაზე, რომ ველოსიპედი საზოგადოებაში პოპულარული ტრანსპორტი არ არის და მის გარშემო ველომოყვარულებს ნაკლებად ხედავს. პრობლემას განსაკუთრებით იმაში ხედავს, რომ არც ბორჯომში და არც გორში, ველობილიკები არ არსებობს, რაც მას, როგორც ველოსიპედით მოსარგებლეს, საფრთხეს უქმნის გადაადგილებაში.

იმის გამო, რომ ველობილიკები არ არსებობს, გიორგის გადაადგილება ცენტრალურ სამანქანო გზაზე, უამრავი ავტომობილის გარემოცვაში უწევს. ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს.



„არაერთგზის შემქმნია საფრთხე, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო. განსაკუთრებით რთულია ცენტრალურ გზებზე გადაადგილება. რამდენჯერმე, რეალურ საფრთხეს სრულიად შემთხვევით გადავურჩი. ბორჯომს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ველობილიკების მოწყობის. მითუფრო, ტურისტულ სეზონზე” - გიორგი ოგანესიანი




რამდენიმე შემთხვევას გადარჩენილი, კვლავ აგრძელებს ველოსიპედით სამანქანო გზაზე გადაადგილებას იმ იმედით, რომ არაფერი შეიწირავს. როგორც თავად ამბობს, მანქანა მისთვის არასდროს გახდება ველოსიპედის ალტერნატივა. ახლა, გიორგი ოგანესიანის ერთადერთი სურვილი, სხვადასხვა ქალაქში ველობილიკების მოწყობა და ველომოყვარულების მატებაა. ეს ყველაფერი კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ფინანსების დაზოგვას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.