პირველი ადგილი - სამეჯლისო ცეკვების კონკურსში ბორჯომელმა ლუკა სტეფნაძემ გაიმარჯვა
თბილისში გამართულ, სამეჯლისო ცეკვების კონკურსში „ლეგენდა 2020“ ბორჯომელმა ლუკა სტეფნაძემ გაიმარჯვა. მარიამ ბუღაძესთან ერთად შესრულებული ლათინოამერიკული ცეკვების პროგრამაში, წყვილმა პირველი ადგილი მოიპოვა. სულ 4 ცეკვა შეასრულეს.

კონკურსში 13+ ასაკის მოცეკვავეები საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.

14 წლის ლუკა სტეფნაძე ბორჯომის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ცეკვა ბორჯომის ქორეოგრაფიულ სტუდიებში 4 წლიდან დაიწყო. ბოლო ორი წელია თბილისის "OTO & JUlIANA PROJECT" ქორეოგრაფიული სტუდიის მოცეკვავეა.

ლუკა არაერთი კონკურსის გამარჯვებულია.


Print