NDI კვლევა - გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არ არის
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის  მზად ნატო-ს წევრობისთვის. კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველო მზად არის ნატო-ს წევრობისთვის? - რესპოდენტთა 28%-მა უპასუხა, რომ ქვეყანა მზადაა ალიანსის წევრობისთვის, 55% ამბობს, რომ არ არის  მზად, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი გამოკითხულთა 16%-მა გასცა.

ამასთან, გამოკითხულთა 34%-მა არ იცის, როდის გახდება ქვეყანა ნატო-ს წევრი, 19% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 2019-2024 წლებში გაწევრიანდება, 17% - 2025-2029 წლებში, 15% - 2030 ან მომდევნო წლებში, ხოლო რესპოდენტთა 14% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არასდროს გახდება.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.
Print