ფერადი და მხიარული კარნავალი - ბორჯომში მუსიკალური საღამო აღინიშნა
ბევრი ფერები, პოზიტიური განწყობა და მხიარული კარნავალი - ბორჯომში მუსიკალური საღამო გაიმართა.
კოსტავას სახელობის სკვერში მოეწყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ მოწვეული ანიმატორები.

ადგილობრივმა მეწარმეებმა ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს.

შემდეგ კი ბორჯომელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის კონცერტი ჩატარდა. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ნოდარიკო ხუციშვილმა ბენდთან ერთად და ჯგუფმა შერეკილებმა.

მუსიკალური საღამოები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. 






(R)
Print