ბორჯომში მუსიკალური საღამოსთვის სამზადისი მიმდინარეობს
დღეს, 30 ივლისს, ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში "მუსიკალური საღამო" გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ბორჯომში 19:00 საათზე დაიწყება. იქამდე კი სამზადისი მიმდინარეობს. კოსტავას სახელობის ბაღში ამჟამად სცენა მონტაჟდება.



მუსიკალური საღამო ბორჯომში 19:00 საათიდან დაიწყება. დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ფერადი და მხიარული კარნავალი.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი ჯგუფი შერეკილები.
Print