მუზეუმების საერთაშორისო აღინიშნა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში - 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიებები.

2023 წლის 18 მაისის მუზეუმების დღის თემა იყო ,,სასულიერო ცხოვრება ბორჯომის ხეობაში“ . ამ თემის შინაარსიდან გამომდინარე მუზეუმში ბიბლიოთეკის სივრცეში წარმოდგენილი იქნა მუზეუმის თანამშრომლების მიერ თემა-პრეზენტაციები.


- ,,სანაწილე ჯვარი ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან“ - თინათინ მამასტარაშვილი;
- ,,გრიგოლ ხანძთელის პერიოდის ეკლესია - მონასტრები ბორჯომის ხეობაში“ - თინიკო ფერაძე;
- ,,სოფელი ყვიბისი და სამნავიანი ბაზილიკები ბორჯომის ხეობაში“ - მიხეილ ორჯონიკიძე
- ,,მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე“ - აკაკი სარალიძე;
- ,,გოგიას და პეტრეს ციხე“ - გიორგი ლაზარაშვილი;
- ,,რელიგიის აღორძინება ბორჯომის ხეობაში“ - ალგი ლომიძე.



ასევე, მუზეუმის ,,ფოიეში“ გაიხსნა ახალგაზრდა ბორჯომელი თვითნასწავლი მხატვრის მაია აბზიანიძის ნამუშევერების გამოფენა.


18 მაისს მუზეუმმა ვიზიტორები მიიღო უფასოდ.


Print