სამცხე-ჯავახეთში ‘’ეროვნული დრამატურგიის VII საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი” გაიმართება
15 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ‘’ეროვნული დრამატურგიის რიგით VII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს” მართავს.

ფესტივალში მონაწილეობს 21 თეატრალური დასი საქართველოდან და უცხოეთიდან.

15 მაისს, 19:00 საათზე, ფესტივალი "თავისუფალი თეატრის" სპექტაკლით გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ირაკლი სოლომონაშვილის ‘’მხოლოდ 5 დღე’’.

2 ივნისს ფესტივალს დახურავს მესხეთის დრამატული თეატრი.

19 დღის განმავლობაში, მაყურებლებს შესაძლებლობა აქვს იხილოს მრავლფეროვანი რეპერტუარი, სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებით. ასევე შეხვდებით საყვარელ მსახიობებს, წარმატებულ რეჟისორებს, ცნობილ თეატრმცოდნეებსა და კრიტიკოსებს, რომლებიც გამართავენ დისკუსიებს, ფესტივალის მიმდინარეობისა და ქართული დრამატურგიის შესახებ.

მესხეთის თეატრში „ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი” უკვე მეშვიდედ ტარდება.


Print