დაჯილდოება ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში

ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

დაჯილდოების ცერემონია ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნული ხელნაწერთა ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის 11 ა კლასის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, ლია გულიკაშვილს. მათ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან ჩატარებულ ვირტუალურ საჯარო გაკვეთილში, რომელსაც უძღვებოდა ხელოვნების ცენტრის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ლადო ჭელიძე და საქართველის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. პროექტის ავტორი და დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორი ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში - დამფუძნებელი მარინე გელაშვილია.

ვირტუალური საჯარო გაკვეთილი მიეძღვნა ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს:
რუსთაველი იერუსალიმში 760 და რუსთაველის ფრესკის აღმოჩენის 60 წლისთავს.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრიმა, ახალგაზრები უძველესი კალიგრაფიული შრიფტით დაბეჭდილი სიგელებით, ბრენდირებული ბლოკნოტით, ქართული ხელნაწერი წიგნითა და ვახუშტი ბაგრატიონის მსოფლიო გეოგრაფიული ატლასით დაასაჩუქრეს.


 


Print