დაჯილდოება ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში

ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

დაჯილდოების ცერემონია ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნული ხელნაწერთა ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის 11 ა კლასის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, ლია გულიკაშვილს. მათ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან ჩატარებულ ვირტუალურ საჯარო გაკვეთილში, რომელსაც უძღვებოდა ხელოვნების ცენტრის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ლადო ჭელიძე და საქართველის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. პროექტის ავტორი და დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორი ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში - დამფუძნებელი მარინე გელაშვილია.

ვირტუალური საჯარო გაკვეთილი მიეძღვნა ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს:
რუსთაველი იერუსალიმში 760 და რუსთაველის ფრესკის აღმოჩენის 60 წლისთავს.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრიმა, ახალგაზრები უძველესი კალიგრაფიული შრიფტით დაბეჭდილი სიგელებით, ბრენდირებული ბლოკნოტით, ქართული ხელნაწერი წიგნითა და ვახუშტი ბაგრატიონის მსოფლიო გეოგრაფიული ატლასით დაასაჩუქრეს.


 


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს,
ბორჯომში მოწვეული მომღერლები იმღერებენ.
16:53 / 25.12.2023
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ბორჯომში მოწვეული მომღერლები იმღერებენ.
2024 წლის დადგომამდე 9 დღე რჩება.
საახალწლო სამზადისია ბორჯომში.
12:01 / 24.12.2023
2024 წლის დადგომამდე 9 დღე რჩება. საახალწლო სამზადისია ბორჯომში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის
გადაწყვეტილებით, დაწყებული საახალწლო ღონისძიებები − „ახალი წლის
დღეები საქართველოში“ - 23 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლი
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში გაიმართება.
18:28 / 22.12.2023
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაწყებული საახალწლო ღონისძიებები − „ახალი წლის დღეები საქართველოში“ - 23 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში გაიმართება.
ბორჯომის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო
ვითარებაში აინთო. საახალწლო განწყობაზე იზრუნა ჯგუფმა
10:37 / 22.12.2023
ბორჯომის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. საახალწლო განწყობაზე იზრუნა ჯგუფმა "Goofy Land"-მა.
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის ორგანიზებით, 4 იანვარს ბორჯომში და 7 იანვარს
ბაკურიანში, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
16:46 / 20.12.2023
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 4 იანვარს ბორჯომში და 7 იანვარს ბაკურიანში, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.