"STAND-UP GEORGIA" - ახალი იუმორისტული პროექტის შესარჩევი ტური ბორჯომში (R)
ახალი იუმორისტული პროექტი STAND-UP GEORGIA იწყება.
შესარჩევი რაუნდები ჩატარდება საქართველოს სხვადსხვა რეგიონებში. მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 18 წლიდან.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ მინიმუმ 5 წუთიანი სდენდაფი,  რომელიც შეიძლება იყოს იუმორისტული მონოლოგი, ჩანახატი ან მუსიკალური ნომერი. საკონკურსო სთენდაფი უნდა შესრულდეს ერთი ადამიანის მიერ.


პირველი შესარჩევი ტური გაიმართება ბორჯომში, 10 აპრილს, 12:00 საათზე, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში.

რეგისტრაციისათვის და დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 558 35 68 77 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე.
Print