"ნი-კოლაჟი" - ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ბორჯომში
აფრიკელი ქალები სხვადასხვა რაკურსით - ეს იყო დღევანდელი გამოფენის ძირითადი თემატიკა. თუმცა, ნი-კოლაჟი სხვა ბევრ საინტერესო ნამუშევარს აერთიანებდა. პანდემიის დროს შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები ბორჯომში საჯაროდ დღეს პირველად გამოიფინა. ავტორმა ნინო კევლიშვილმა 50-მდე ნამუშევარი წარმოადგინა. ფერები იყო მრავალფეროვანი, რამდენიმე მათგანი კი სპეციალურად უკრაინის დროშის ფერებში შეიქმნა, უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდასაჭერად.

დამთვალიერებლებს დღეს მათი შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ. სამომავლოდ კი მსურველებს სასურველი ნამუშევრის შერჩევა და ყიდვა სოციალური ქსელის საშუალებითაც ექნება.

Print