სამეცნიერო ექსპედიციის ახალი აღმოჩენა სოფელ ჭობისხევთან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭობისხევთან ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელეს მე 12 საუკუნის ნამოსახლარზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციისას ახალი არქიტექტურული ნაგებობები გამოვლინდა. ე.წ. მეგალითურ ნამოსახლარის გაწმენდისას ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულებისა და საცხოვრებელი შენობები აღმოჩნდა, რომლებიც გეგმარების სპეციფიურობით გამოირჩევა და არქაული იერსახე აქვს.



გოგიჩაანთ ღელე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტია. XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყსიში მას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თორი-ლიკანის არქეოლოგიური ექსპედიცია იკვლევდა.




საველე სამუშოების შედეგად გაწმენდილ ორ ტერასაზე განლაგებული, მშრალი წყობით ნაშენი დიდი კომპლექსი არქეოლოგების მიერ შუა საუკუნეებით დათარიღდა, თუმცა გათხრების პროცესში ადრეანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების თიხის ნაწარმთან ერთად უფრო ადრეული მასალებიც დაფიქსირდა.



კომპლექსის ზედა ტერასაზეა მიკვლეული კლდეზე ჩაშენებული დუღაბის ხსნარზე ნაგები ქრისტიანული ეკლესია, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით შესაძლოა წარმართულ სალოცავზე ყოფილიყო აშენებული.

არქიტექტურულ კომპლექსზე საველე სამუშაოები, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირინა ღამბაშიძე ხელმძღვანელობს, სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, რომლის შემდგომ არქეოლოგიური კვლევისა და გაწმენდის ანგარიშის მომზადდება.




მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, კამერალური დამუშავების შემდგომ, დასაცავად რეგიონალურ სამუზეუმო ფონდებში ჩაბარდება. არქეოლოგიური ობიექტების ცალკეულ უბნები კი მიწის რეკულტივაციის გზით კონსერვირდება.

ორი უწყების თანამშრომლობით, სამეცნიერო კვლევის პროცესი გოგიჩაანთ ღელეს კომპლექსზე 2021 წელს გაგრძელდება და არქეოლოგიური ობიექტის კულტურული ფენების თანმიმდევრული გამოვლენის, სტრატიგრაფიული განსაზღვრისა და ფიქსაციის მიზნით კიდევ უფრო მეტ მასშტაბს მოიცავს.




ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელეს ნამოსახლარის სრულფასოვანი სამეცნიერო შესწავლის, კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის შედეგად არქიტექტურული კომპლექსი ძეგლის სტატუსის მქონე კიდევ ერთ კულტურულ და ტურისტულად საინტერესო სივრცედ იქცევა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.