ახალი ამბები
2023 წელს ნარკოტიკული თრობა 4 023 პირს დაუდასტურდა
2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 5492 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 4023 პირს დაუდასტურდა.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 5 338 მამაკაცია, რომელთა შორისაც 3970-ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 154 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 53-ს დაუდასტურდა.

გასულ წელს ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 17 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 10-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

სტატისტიკის თანახმადვე, ნარკოლოგიურ შემოწმება გავლილთა შორის ყველაზე ბევრი, 3278 ადამიანი 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში იყო - მათგან 2 393 მამაკაცსა და 34 ქალს დადებითი შედეგი ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდშივე ნარკოლოგიური შემოწმება 60 წელს ზემოთ მყოფმა 155-მა მოქალაქემ გაიარა - მათგან 72-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.