ჯანდაცვა
საყოველთაო ჯანდაცვას, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება - ზურაბ აზარაშვილი

„2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული
დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეტი
სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს. როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე
ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში, საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ
პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება
ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების
შანსი უფრო მაღალია“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.



ზურაბ აზარაშვილის თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, გაცილებით ეფექტურია
ფინანსური კუთხითაც და ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც
ადასტურებს, სადაც ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები,
დაახლოებით, 40%-ით მცირდება. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ყველაზე მთავარი
და მნიშვნელოვანი მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაა.

ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატებაზეც
ისაუბრა. მისი თქმით, 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო განაცხადი, რომ
სამედიცინო სერვისების, თუ მედიკამენტების ხარჯების მაქსიმალურად დაფინანსებით,
სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზუსტად ისე, როგორც ეს მსოფლიოს
წამყვან ქვეყნებშია.

„ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა სწორედ ჩვენი
მოქალაქეებისთვის, ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით დაიწყო. თუ 2013
წლისთვის, 75%-მდე გვქონდა ჯიბიდან გადახდები, დღეს უკვე, ეს მაჩვენებელი,
სამედიცინო ჩარევების შემთხვევაში, 10%-მდე არის შემცირებული. მედიკამენტების
შემთხვევაში ცოტა მაღალი გვაქვს, თუმცა, მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანი კლებაა.

საბოლოო ჯამში, როდესაც რეფერენტული ფასები ყველა მედიკამენტზე გავრცელდება,
ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს კი სრულად
დავფარავთ, ეს მაჩვენებელიც ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვა“, - განაცხადა ზურაბ
აზარაშვილმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.