ჯანდაცვა
სუბსპეციალობის პროგრამაში - „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს გადაამზადებენ, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდან

ჯანდაცვის სამინისტრო, სუბსპეციალობის პროგრამაში - „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს.



დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარის, იმერეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მაცხოვრებელი 10 ექიმის გადამზადება მოხდება.

გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სწავლის, ისე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები).

სასამართლო ექსპერტების გადამზადების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი სამინისტროს ელ-ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it უნდა გამოაგზავნონ.

პროგრამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე - https://www.moh.gov.ge/uploads/files/2023/gancxadebebi/_sajaro-gancxadeba_.pdf

 

Print