ახალი ამბები
დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ.



უფასო ვაქცინაცია გათვალისწინებულია შემდეგი ჯგუფებისთვის:



დიაბეტის მქონე პირები;

დიალიზზე მყოფი პირები;

C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;

60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;

ორსულები;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;

ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.




„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი.



Print