ჯანდაცვა
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის უფასოა. აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. გარდა ამისა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, გოგონებს აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 26 წლის ჩათვლით, უფასოდ შეუძლიათ.

ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციას, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებები, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო და სხვა.

ვაქცინაცია ხელს უწყობს აპვ-ს პრევენციას!

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

აპვ საწინააღმდეგო აცრები ტარდება ქვეყნის მასშტაბით, ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში.

ვაქცინაცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგ დაწესებულებებში http://bitly.ws/Pq56


ამავე თემაზე:

რატომ არის აუცილებელი პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
Print