ახალი ამბები
ახალდაბადებულ შვილზე, რა შემთხვევაში მიიღებს ოჯახი 1000 ლარს ბორჯომის თვითმმართველობისგან
ყოველ ახალდაბადებულ შვილზე, მშობლები ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადად 1000 ლარს კვლავ მიიღებენ, იმ შემთხვევაში თუ დედაც და მამაც ბორჯომელია.
საკრებულოს სხდომაზე სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილება შევიდა. იმისათვის, რომ ოჯახმა ისარგებლოს ამ დახმარებით, მშობელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი წლის ნაცვლად, 6 თვით ადრე უნდა იყოს რეგისტრირებული.

Print