ახალი ამბები
რატომ არის აუცილებელი პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
საშვილოსნოს ყელის კიბო, მსოფლიოში, ქალებში, რიგით მეოთხე, ხოლო საქართველოში რიგით მეხუთე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4 ) სტადიაზე ხდება. შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსით და დაავადების პრევენცია შესაძლებელია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. რა იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ, პაპილომავირუსის შესახებ და იტარებს თუ არა შესაბამის ვაქცინაციას, ამის გარკვევას ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა. ვიდეოში მოისმენთ ადგილობრივების მოსაზრებებს.


ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად მუშაობენ, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენონ, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საჭიროება და უფრო გააქტიურონ ვაქცინაციის პროცესი მთელ ქვეყანაში. ამ კამპანიას ტელეკომპანია "ბორჯომიც" უერთდება და "კვირის ამბების" სტუმარია ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელი თეა გოგალაძე, გადაცემის სტუმარმა დეტალურად ისაუბრა, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რა ასაკის ქალებისთვის არის გათვალისწინებული, რას ცვლის აცრა და რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია ქალებისთვის.

Print