საზოგადოება
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია მიმდინარეობს
ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, ახლა უკვე 26 წლამდე ასაკის ქალებისთვისაც უფასოა. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცინა ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომი სამედიცინო ცენტრშიც ხელმისაწვდომია. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავდება ვაქცინაციის ეტაპები. აცრისთვის ბორჯომის სამედიცინო ცენტრს 10 და 6 საათამდე შეგიძლიათ მიმართოთ.

ძირითად შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის კიბოს, ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს. ვირუსის საწინააღმდეგო გეგმური აცრით ქვეყანაში 2022 წლის განმავლობაში, 10-12 წლის ასაკის გოგონების 50% აიცრა.

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში
გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით.

Print