ჯანდაცვა
„ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს“- ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, რასაც ტრიპლდემია ეწოდება.

მისი თქმით, კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება ვირუსის პირდაპირი განსაზღვრა.

,,ტრიპლდემია – ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს. გრიპი, რესპირაციული ვირუსული ინფექციები და კორონავირუსი – სამი ვირუსის ზემოქმედებაა მოსახლეობაზე. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეალობა. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით, პირდაპირ განსაზღვრება, რომ ეს არის გრიპი, კორონავირუსი თუ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ამას სჭირდება ექიმი. მოსახლეობისთვის ძალიან რთული იქნება გარჩევა, ვინაიდან სამივე ვირუსისთვის დამახასიათებელია ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი. ასე რომ, სიმპტომები გარკვეულწილად იდენტურია.

თუმცა, არის გარკვეული განსხვავება თუნდაც ტემპერატურის თვალსაზრისით. კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს, არ ხასიათდება მაღალი ტემპერატურით. ომიკრონისთვის დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურა 37.5-38-ის ფარგლებში, შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაშინ როდესაც, გრიპისთვის ტიპურია 38-ზე მაღალი სიცხე, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, ხველა. დაავადების მიმდინარეობა ზოგადად გრიპის დროს ყოველთვის მძიმეა, განსხვავებით ომიკრონისგან. თუ ვისაუბრებთ რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსზე იქ მცირე ასაკის ბავშვებში ძირითადი აქცენტი არის ბრონქიოლების პროცესში ჩართვაზე, რაც გამოიხატება შეტევითი ხასიათის ხველით, მსტვინავი სუნთქვით, სუნთქვის გაძნელებით, ეს ნიუანსი არც გრიპისთვის და არც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არ არის.

იაშვილის კლინიკაში, პაციენტების მომართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი. იმის გათვალისწინებით, რომ მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში გაზრდილია, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა ხშირი ხდება. დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს“
,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.