ჯანდაცვა
ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო, 59 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა
მიმდინარე წელს, შიდა ინფექციებზე 91 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, საიდანაც ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო 59 დაწესებულება ჯამში 253 000 ლარით დაჯარიმდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 დაწესებულებას მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 28 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის.

„ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, სანებართვო პირობების შემოწმება მიმდინარე წელს, პირველადად განხორციელდა 91 სამედიცინო დაწესებულებაში. ყველა შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათგან სასამართლოებიდან მიღებული დადგენილებების საფუძველზე, 59 დაწესებულებას დაეკისრა ჯარიმა,(საჯარიმო სანქციამ ჯამურად შეადგინა 253 000 ლარი). 4 დაწესებულებას მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 28 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის.

იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც სასამართლოს მიერ დაეკისრათ ჯარიმა, სანებართვო პირობების გამოსწორებისთვის, ეძლევათ გონივრული ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ხდება მათი განმეორებითი გადამოწმება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სანებართვო პირობების გამოსწორებას, როგორც უწყებაში განმარტავენ, სანებართვო პირობების გამოსწორების მდგომარეობა გადამოწმდა 11 სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დაწესებულებაში გამოსწორდა სანებართვო პირობები, ხოლო 9 შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

„ამ ეტაპისთვის სანებართვო პირობების გამოსწორების მდგომარეობა გადამოწმდა 11 სამედიცინო დაწესებულებაში, (მათ შორის 1 დაწესებულება გადამოწმდა ორჯერ). გადამოწმების შედეგად, 2 დაწესებულებაში გამოსწორდა სანებართვო პირობები, ხოლო 9 შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აქედან 2 დაწესებულება დაჯარიმდა და საჯარიმო სანქციამ ჯამურად შეადგინა 27 000 ლარი. 3 დაწესებულებაში სასამართლო დადგენილების საფუძველზე საქმისწარმოება შეწყდა, ხოლო 4 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა სასამართლოში არ დასრულებულა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.