ჯანდაცვა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობითა და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ორსულები, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები, ექიმები, ექიმი-რეზიდენტები, ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები), საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები, ბებიაქალები, სტომატოლოგები, სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან, ფრინველებთან მომუშავე პერსონალი, მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები, მონადირეები, ვეტერინარები, ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, პატიმრობის დაწესებულება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება.

დასახელებულ რისკის ჯგუფებს, შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს.

უწყებაში სერვისის მისაღებად, მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

ჯანმოს რეკომენდაციების თანახმად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია გრიპის ვირუსის აქტიური ტრანსმისიის დაწყებამდე.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.