ახალი ამბები
ბორჯომის სამედიცინო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი დიასამიძე, დავით ბარაბაძემ ჩაანაცვლა. ბარაბაძე პროფესიით ექიმი ნევროლოგია.

ყოფილი დირექტორი ირაკლი დიასამიძე, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ადმინისტრაციული ხელმძღვანელის პოზიციაზე რჩება. თუმცა, სამომავლოდ სხვა მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას, არ გამორიცხავს.

Print