ახალი ამბები
ბორჯომში ავარიის შედეგად დაშავებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან
ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა ადამიანი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ისინი საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს.

სამედიცინო ცენტრში ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადეს, რომ ორი პაციენტის გაწერა მალევე მოხდება. მათი ცნობით, ერთ-ერთს მოტეხილობა აღენიშნება და მკურნალობას სავარაუდოდ სხვა კლინიკაში გააგრძელებს. ერთ-ერთ დაშავებულს კი ტვინის შერყევა აღენიშნება. 

სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტები საავადმყოფოში მსუბუქი დაჟეჟილობებით არიან მოთავსებულები. ისინი შესაბამის კვლევებს გადიან და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 


შეგახსენებთ, დღეს, 24 ივლისს, სოფელ ქვაბისხევთან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაბრუნდა.
Print