საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ჯილდოს სახით, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ. ამის შესახებ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს, თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.

აბულაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში 6 ათასამდე საპენსიო ასაკის პედაგოგია.

„როგორც იცით, არავისთვის არაფერი დაგვიძალებია. აქ არის გეგმა, ან არის ხელფასების მატება მომავალი 3 წლის განმავლობაში, ან არის შეთავაზება და შესაძლებლობა საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის, თუ მათ არ უნდათ სკოლაში დარჩენა, მათთვის 2-წლიანი ჯილდოს სახით საკმაოდ დიდ დაფინანსებაზეა საუბარი. პროცესს, ალბათ, ის გააჯანსაღებს, რომ ადამიანები უფრო მეტად კმაყოფილები გახდებიან, ერთი მხრივ, ხელფასის მატებით, მეორე მხრივ, იმ დაფასებით, რაც სახელმწიფომ მათთვის გაიღო. ჯერ თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს სქემაში ცვლილებები, რისი პროექტიც მზად არის. დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 6 ათასამდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი, შესაბამისად, მათი 2 წლის ანაზღაურება იქნება ჯილდოს სახით გაცემული. აქ არის რამდენიმე ათეულ მილიონზე საუბარი, რისთვისაც მზად არის სახელმწიფოც და ბიუჯეტიც. მთავრობის განკარგულება მომზადდება რამდენიმე დღეში. გაცემა დაიწყება სასწავლო წლის დაწყებამდე. აგვისტო-სექტემბერში ვგეგმავთ ჯილდოს გაცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა. ცხადია, ამის შესაძლებლობა აქვთ 2019 წლის ბოლომდე“, - განაცხადა აბულაძემ.

მისივე თქმით, მასწავლებლებთან დაკავშირებით დეტალური კვლევა ივლისში ჩატარდება.

„დღესდღეობით, მასწავლებელთა გამოცდებზე 30 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველია. თუმცა, ის ფაქტი, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გავიდეს პროფესიიდან არ ნიშნავს, რომ ჩვენ იგივე რაოდენობის მასწავლებლები დაგვჭირდება სისტემაში, იმიტომ, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც იმ გამოთავისუფლებულ საათებს შეითავსებენ და ამითაც გაეზრდებათ ხელფასი. ამის დეტალურ კვლევას და ანალიზს ივლისში გავაკეთებთ, როდესაც გვეცოდინება რამდენია ისეთი მასწავლებელი, რომელსაც ჯილდო უნდა, რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც გამოცდაზე გადის“, - განაცხადა აბულაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.