Error
ტაძრისის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია გაიარა
ტაძრისის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია გაიარა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეს უკვე მეოთხე სკოლაა, რომელიც უკვე ავტორიზებულია. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ავტორიზაცია გაიარეს წაღვერის, კორტანეთის და მესამე საჯარო სკოლებმა. წლის ბოლომდე სტატუსის მოლოდინშია ახალდაბის საჯარო სკოლა.

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის განცხადებით, წლის ბოლომდე მოლოდინი აქვთ, რომ მუნიციპალიტეტს 5 ავტორიზებული სკოლა ეყოლება. მომავალი წლიდან კი ავტორიზაციის მოლოდინში იქნება ბორჯომის მეოთხე საჯარო სკოლა. 




ამავე თემაზე:


ბორჯომის სამმა სკოლამ ავტორიზაცია გაიარა;


ბორჯომის ხუთი საჯარო სკოლა ავტორიზაციის პროცესშია ჩართული
Print