განათლების სამინისტროს ახალი მიმართულება - ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მიმართულება, ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება და უწყების სახელწოდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იქნება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან, ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანის თაობაზე. მთავრობის მსჯელობისას იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩვენ, ჩვენი პროგრამების ფარგლებში, დაწყებული სკოლით, პროფესიული განათლებითა და უმაღლესი განათლებით, ისედაც გვაქვს კომპონენტები, რომელიც, რა თქმა უნდა, გარდა განათლებისა, სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. ზოგადად, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ ჩვენს პროგრამებსა და სამინისტროში. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად, ამ სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. შედეგად კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო.
განახლებულ სამოქმედო გეგმას ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგეთ საზოგადოებასა და ჩვენს ახალგაზრდებს. განათლების პოლიტიკასთან ერთად შევთავაზებთ საკმაოდ აკადემიურად, შემეცნებითად და სახელმწიფოებრივად განახლებულ პროგრამას, აქტივობებს და, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სიამოვნებით ჩაერთვება ამ აქტივობებში. ეს გადაწყვეტილება დღეს მთავრობამ მიიღო. ეს არ მოხდება საგაზაფხულო სესიაზე, ახლავე გადაიგზავნება. თუ მოხერხდება, მას დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტი, ვინაიდან გვინდა, რომ პირველი იანვრიდან ეს სააგენტოს უფლებამოსილება გადმოვიდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რაც შეეხება სიახლეებს, ხაზგასმით ვიტყვი, რომ მათ შორის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებთან ურთიერთობის დროს, სკოლის მოსწავლეებთან, მაღალკლასელებთან ურთიერთობისას, ჩვენ ყველა პროგრამაში, საფეხურების მიხედვით, ვითვალისწინებთ ახალგაზრდობის კომპონენტის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სააგენტოს სერვისები, რომელიც მას აქვს, ბუნებრივია, ექნება უფრო დახვეწილი, გაუმჯობესებული და გაძლიერებული, ვიდრე აქამდე იყო და პირდაპირ თანხვედრაში მოვა იმ საგანმანათლებლო პოლიტიკასა და პროგრამებთან, რომელსაც განათლების სამინისტრო ისედაც ახორციელებს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიიჩნიეს რომ განათლებასთან ახლოს ყოფილიყო ახალგაზრდობის სააგენტო. სხვა შემთხვევაში, ძალიან წარმატებით ფუნქციონირებდა იმ სამინისტროში წლების განმავლობაში, სადაც ის ახლა არის“,
- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს
განათლებაში ხარჯავს.
11:56 / 20.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს განათლებაში ხარჯავს.
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების
რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა,
15:18 / 08.04.2024
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო
სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა.
12:36 / 27.03.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის
მოსწავლეების სამმა გუნდმა სამი მინი კომპანია შექმნა. სამივე მინი
კომპანიამ მიიღო გაყიდვების მოწმობა.
12:54 / 26.03.2024
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეების სამმა გუნდმა სამი მინი კომპანია შექმნა. სამივე მინი კომპანიამ მიიღო გაყიდვების მოწმობა.
ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად
შესასწავლ ენებს შორის მოხვდა.
15:52 / 19.03.2024
ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად შესასწავლ ენებს შორის მოხვდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.