"ზარზმის აკადემიის" 38-მა მოსწავლემ სწავლა კომაროვში გააგრძელა
საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის თანამშრომელი, მაგდა ბობოხიძე სოციალურ ქსელში "ზარზმის აკადემიის" მორიგი წარმატების შესახებ წერს. "ერთი ამბავი უნდა იცოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და აღმაფრთოვანებელი:

ადიგენში, სოფელი ზარზმის სკოლაში, არის "ზარზმის აკადემია", რომელშიც ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად და გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა.

ბავშვები მოჰყავთ მთელი რეგიონიდან; მაგალითად, ერთი ბიჭი, კვირაში 3-ჯერ, 55 კილომეტრით დაშორებული სოფლიდან მოდის ზარზმაში, გაკვეთილისთვის გადის 110 კილომეტრს.

ისტორია არის ასეთი: მათემატიკოსი ჩამოვიდა ზარზმაში და გადაწყვიტა ბერად აღკვეცა, ასეც მოიქცა. მერე სოფელში დაიწყო მათემატიკის სწავლება, იმდენი მოახერხა, რომ "ზარზმის აკადემიის" 38-მა მოსწავლემ ჩააბარა კომაროვის გამოცდები და კომაროვში გააგრძელა სწავლა.


"რაღაც პერიოდის მერე ვცდილობთ ინგლისურად მოვიტანოთ ამოცანები, რომ ბავშვები ამ ენასაც შეეჩვივნონო"

რისი აღწერაც რთულია, არის ემოციური ნაწილი: როგორი გადამდები ენთუზიაზმი და მონდომება იგრძნობა მასწავლებლის და მოსწავლეების მხრიდან.
ახლა ცდილობენ აკადემიაში დაამატონ ინგლისური და ეკონომიკა. ეძებენ დაფინანსებას.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოუვათ და იმედი მაქვს, რომ მათი მაგალითი მოტივაციის მომტანი იქნება სხვებისთვისაც.

სიახლეებს გავიგებ ხოლმე და გაგაგებინებთ"
- წერს მაგდა ბობოხიძე.



ცნობისთვის, საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდი “სავანე“ 2007 წელს დაფუძნდა, „ზარზმის ბავშვთა აკადემია“ კი 2019 წლიდან ფუნქციონირებს. აკადემია მოსწავლეებს მათემატიკას და ფიზიკას გაძლიერებული პროგრამით უფასოდ ასწავლის. აკადემიის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.