ბორჯომის ხუთი საჯარო სკოლა ავტორიზაციის პროცესშია ჩართული
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში მიმდინარეობს ავტორიზაციის პროცესი, რაშიც ჩართულია ბორჯომის მუნიციპალიტეტიც. პირველ ეტაპზე, ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობას იღებს ბორჯომიდან ხუთი საჯარო სკოლა. ესენია: მესამე საჯარო სკოლა, კორტანეთის, წაღვერის, ახალდაბისა და ტაძრისის საჯარო სკოლები.

„ავტორიზაციის პროცესში ჩართულია ჩვენი მუნიციპალიტეტიც. პირველ ეტაპზე, ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობას იღებს ბორჯომიდან ხუთი საჯარო სკოლა. ეს გახლავთ: მესამე საჯარო სკოლა, კორტანეთის, წაღვერის, ახალდაბისა და ტაძრისის საჯარო სკოლები. საამაყოა და სასიხარულო, რომ უკვე გადალახეს მესამე საჯარო სკოლამ და კორტანეთის საჯარო სკოლამ ის გამოწვევები რაც აუცილებელი იყო ავტორიზაციის პროცესის გასავლელად და სულ მალე გამოიცემა დადგენილება, მათთვის ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა. მინდა მივულოცო ამ სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს და ა.შ. წაღვერის საჯარო სკოლა ემზადება ავტორიზაციის საბჭოზე გასასვლელად და სავარაუდოდ მალე გავლენ ახალდაბისა და ტაძრისის საჯარო სკოლებიც.

ავტორიზაცია სკოლებისთვის ნიშნავს იმას, რომ სრული უფლება აქვს მიიღოს კონტიგენტი და ასწავლოს ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. რომელი სკოლაც ვერ გაივლის ავტორიზაციის პროცესს, შეწყვეტს არსებობას და ფუნქციონირებას. ეტაპობრივად, ბორჯომის ყველა საჯარო სკოლა გაივლის ავტორიზაციის პროცესს. ვფიქრობ, რომ ამისთვის ჩვენი სკოლები არიან შესაბამისად მომზადებული“
- განაცხადა „კვირის ამბების“ ეთერში ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ.


იზოლდა ლომიძის განცხადებით, ბორჯომის ყველა საჯარო სკოლა არის უსაფრთხო. მოწყობილია ექიმის კაბინეტები, მოსწავლეების დაცულობისთვის.

„ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენი სკოლები გახდა უსაფრთხო. თითქმის ოცივე სკოლაში ჩვენ გვაქვს გამართული სამედიცინო კაბინეტი, რის შედეგადაც დაცულები იქნებიან ჩვენი მოსწავლეები, იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა შეექმნებათ. კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ ექიმები და ექთნები. მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც შეიძლება იყოს სწავლების შემაფერხებელი გარემოება, ასეთი ამ დროისთვის არ არსებობს, რადგან ყველა სკოლაში არსებობს ყველანაირი მატერიალური რესურსი. მიმდინარე პროცესში მზად ვართ გამოწვევებთან გასამკლავებლად“ - განაცხადა იზოლდა ლომიძემ.


Print