ბორჯომის ორ საჯარო სკოლაში სწავლება ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ძირითადად ფიზიკურ სივრცეში მიმდინარეობს, თუმცა მათგან ორ სკოლაში, ზოგიერთ საგანში გამოიყენება ჰიბრიდული სწავლების ფორმატიც. ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ჰიბრიდული სწავლების ფორმატია ახალდაბისა და ბალანთის საჯარო სკოლებში. „კვირის ამბების“ ეთერში, იზოლდა ლომიძემ ამ ფორმატით სწავლების მიზეზები ახსნა.


„დისტანციური სწავლებით სკოლამ ბევრი რამ შეიძინა, ბევრია კიდევ გამოსაყენებელი და ბევრი რამ იყო უარყოფილი. ძირითადად, 20-ივე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სწავლება ფიზიკურ სივრცეში, მაგრამ გვაქვს რამდენიმე სკოლა, სადაც განსხვავებული ფორმატია. მაგალითად, ბალანთის და ახალდაბის საჯარო სკოლებში მასწავლებლის არასაკმარისი რესურსის გამო, ანუ კონკურსების საფუძველზე ვერ შეირჩა კადრი და იმ კონკრეტულ საგანში, მაგალითად, ახალდაბის საჯარო სკოლაში - ფიზიკაში და ბალანთის საჯარო სკოლაში - ინგლისურ ენაში საგაკვეთილო პროცესში ერთვება მასწავლებელი დისტანციურად, რასაც ჰქვია ჰიბრიდული სწავლების ფორმატი ამ ორ სკოლაში. სხვა სკოლებში ჩვენ არ გვაქვს ჰიბრიდული სწავლების ფორმატი“ - განაცხადა ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ.

Print